суббота, 3 сентября 2011 г.

ესმა

четверг, 1 сентября 2011 г.
აზარტული თამაშები და მოზარდები
აზარტული თამაშები და მოზარდები

1. პროექტის სახელწოდება: ,,აზარტული თამაშები და მოზარდები“
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაიაზრებენ იმ რეალურ საფრთხეს, რასაც მათ თანატილებს უქადის აზარტული თამაშები. დააფიქროს მოზარდები და არჩევანი გააკეთოს ცხოვრებაში.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტის მონაწილენი ჩაატარებენ არსებული პრობლენის კვლევას და მოიძიონ პასუხები კითხვებზე. ა) რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს აზარტულ თამაშებს
ბ)საიდან მომდინარეობს ანუ მოკლე ისტორია
გ) როგორ განიხილავს ეკლესია ამ პრობლემას
დ) რა დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე
ე) რა აიძულებს მოზარდს აზარტული თამაშისაკენ
ვ) რამდენად აახლოვებს მოზარდს აზარტული თამაშებები დანაშაულთან
ზ) რა მონაცემებს ფლობს შსს აზარტული ტამაშებით გამოწვეულ დანაშაულებებზე
თ) რა გზა არსებობს ამ სენისგან თავის დასაღწევად
ი) მოსწავლეები გაესაუბრებიან აზარტული თამაშებით გატაცებულ თანატოლებს. შეხვდებიან მოძღვარს, ფსიქოლოგებს და შსს თანამშრომლებს.
4. პროექტის მიზნები: გამოვაფხიზლოთ მოზარდები, დავაფიქროთ, დავეხმარით და მონწილეობა მიიღონ ამ პრობლემის მოგვარებაში.
5. მონაწილეთა ასაკი: საშუალო საფეხური. 9,10,11 კლ.
6. ვადები/ხანგრძლივობა: სამი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი კვლევის შეფეგებს და აწარმოებენ გამოკითხვას. დაამზადდება ბუკლეტები, რომელიც გაიკრება სხვადასხვა სკოლებსა და ტოტალიზატორის კარებზე. შეიქმლება კედლის გაზეთი, რომელიც სკოლის დერეფანში გაიკრება. ინტერნეტფორუმის საშუალებით პროექტის მონაწილენი გაუზიარებენ შეხედულებებს თანატოლებს. ჩაატარონ აქცია სკოლის ეზოში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტ. ქაღალდი, მარკერი, საწერ კალამი.
9. პროექტის მსვლელობა: აქტივობა; მოსწავლეები ჩართული არიან მასალის მოძიებაში, ადგენენ გეგმას, ქმნიან ბლოგს, აკეთებენ შესაბამი რეკლამას. მოუსმენენ ინტერვიუს. შექმნიან ნახატებს. მუშაბენ ჯგუფურად. ოთხი ჯგუფი. დავალებების განაწილება. 1-ჯგ. ინფორმაციის მოძიება. 2-ჯგ.გამოკითხა აწარმოონ შსს თანამშრომლებთან და ფსიქოლოგებთან. 3-ჯგ.შხვედრა ეკლესიის წარმომადგენლებთან და გასაუბრება. 4-ჯგ. შექმნან კედლის გაზეთი და დაამზადონ ბუკლეტები.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა(ალბათობა როგორია მოგება-წაგების),რელიგიის ისტორია (რელიგიური შეხედულებების მიმოხილვა) , ქართული ენა ლიტერატურა(წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა), სამოქალაქო განათლება( გაუჩნდათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიხების როლი), ისტ ტექნოლოგიები.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ესმა აბესლანიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:esnaabeslamidze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:esma-esmaabeslamidzf.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий